19 სექტემბერი 2021,   11:17
ვრცლად
2 654 ახალი შემთხვევა და 33 გარდაცვლილი - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 31 806 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 654 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 319 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.34 %

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 853 პირი ემსხვერპლა.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 319 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 384 712-მდე.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 806 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 708 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 098 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 654 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 422 188-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 31 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.34 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.95 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.57 %.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 654 ახალი შემთხვევიდნ: თბილისში გამოვლენილია 1 196 შემთხვევა, აჭარა - 443, იმერეთი - 322, ქვემო ქართლი - 111, შიდა ქართლი - 95, გურია - 70, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 163, კახეთი - 157, მცხეთა-მთიანეთი -51, სამცხე-ჯავახეთი - 34, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 31 597 საიდანაც: 5 881 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 024, აჭარაში - 661, იმერეთში - 798. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 139 პირი, მათ შორის, თბილისში - 514, აჭარაში - 109, იმერეთში -262. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 231 პირი, მათგან თბილისში - 170, აჭარაში - 7, იმერეთში - 17. 2 038 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 041 - თბილისში, 659- აჭარაში. 23 678 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

დღის ამბები