26 სექტემბერი 2021,   17:30
ვრცლად
ტრაქტორების საქმე - "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით დაკავებული 13 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება

"ქურდული სამყაროს" წევრობისა და "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებული 13 პირის საქმეს საქალაქო სასამართლო განიხილავს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, 13-ვე ბრალდებული პირი კვლავ პატიმრობაში რჩება.

მოსამართლემ საკუთარი გადაწყვეტილების მოტივი განმარტა და თქვა, რომ არსებობდა როგორც მიმალვის და მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენის, ასევე მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.

ადვოკატები ამბობენ, რომ მთავარი მტკიცებულებები, რომელიც საქმეში დევს, ეს არის უკანონოდ მოპოვებული. საუბარია აუდიოჩანაწერებზე, რომელიც ოფიციალური ვერსიით, ქურდული გარჩევის შესახებ საუბრებს ასახავს. უფლებადამცველები ამ მტკიცებულების გაბათილებას ითხოვენ.

"ქურდული სამყაროს“ წევრობის, "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის და "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით სულ ქვეყნის 3 ქალაქში 13 პირია დაკავებული. საგამოძიებო სამუშაოები თბილისში, თელავსა და ქუთაისში მიმდინარეობდა.

ტრაქტორების ყიდვა-გაყიდვის ბიზნესში ფულის გაყოფით დაწყებული დავა ქურდული გარჩევით გაგრძელდა და კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული 13 პირის დაპატიმრებით დასრულდა. 

დღის ამბები