26 სექტემბერი 2021,   17:45
ვრცლად
Pfizer-ის 500 000 დოზა უკვე საქართველოშია

Pfizer-ის 500 000 დოზა საქართველოშია - თვითმფრინავი სამედიცინო ტვირთით თბილისის აეროპორტში დაჯდა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ნახევარი მილიონი ვაქცინა საქართველოს აშშ-ს მთავრობისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით საჩუქრად გადაეცა, რომელსაც აეროპორტში ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მის მოადგილესთან თამარ გაბუნიასთან ერთად დახვდა.

საქართველოს მოქალაქეებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის Pfizer-ის პირველი დოზით აცრის მსურველების რეგისტრაციის გავლა უკვე დღეიდან შეეძლებათ. 

ცვლილებაა ასაკობრივ ჯგუფშიც - პრეპარატ Pfizer-ით აცრა უკვე 16 წლის ასაკიდანაა შესაძლებელი. 

მათ, ვინც Pfizer-ის პირველი დოზით აიცრნენ, მეორე დოზისთვის რეგისტრაცია დღეს 12:00 საათამდე უნდა გაიარონ.

როგორც ჯანდაცვის უწყება ირწმუნება, სარეგისტრაციო საიტი - booking.moh.gov.ge/  გამართულად იმუშავებს და მოქალაქეებს კუთვნილი ვაქცინის მისაღებად შეფერხებები აღარ ექნებათ.

Pfizer-ის გარდა მოქალაქეებს სურვილის შემთხვევაში აცრა ჩინური ვაქცინებითაც შეუძლიათ, მათი რაოდენობა ქვეყანაში ამ დროისთვის მილიონნახევარია.

დღის ამბები