02 აგვისტო 2021,   23:50
ვრცლად
SOS მდგომარეობაა, მთავარია COVID-19-ის მე-4 ტალღა არ გადაიქცეს ცუნამად - სპეციალისტების შეფასებით ქვეყანა წითელ ზღვარს გასცდა

ქვეყანა ეპიდვითარების კუთხით წითელ ზღვარს გასცდა - ასეთია ეპიდემიოლოგების მოსაზრება ბოლო პერიოდში ქვეყანაში ვირუსის გავრცელების კუთხით არსებულ ვითარებაზე.

ჯანდაცვის სისტემაში სრული მობილიზაციაა გამოცხადებული. კლინიკები და კოვიდსასტუმროები მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაიყვანეს. კვლავ კოვიდპუნქტებად გადაკეთდნენ საავადმყოფოები, რომლებიც სხვა პაციენტებსაც იღებდნენ.

რეკომენდაციები უცვლელია - ვაქცინაცია, პირბადე და სოციალური დისტანცია.

"არსებული მდგომარეობა არის SOS მდგომარეობა ეს არის მე-4 ტალღის დასაწყისი და მთავარია ეს ტალღა კიდევ არ გადაიქცეს ცუნამად, რომელიც გამოიწვევს ძალიან ცუდ შედეგებს," - აცხადებს ინფექციონისტი დევი ტაბიძე და მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები