23 ივლისი 2021,   23:17
ვრცლად
სისხლიან გარჩევას მთაწმინდაზე წინ დაპირისპირება უძღოდა - დაჭრილებს პირველადი დახმარება კურიერმა აღმოუჩინა

გასულ ღამეს მამაკაცმა მთაწმინდაზე ორი პირი დაჭრა. სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს. დგინდება, რომ ბრალდებული არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრილებს პირველადი დახმარება "გლოვოს" კურიერმა აღმოუჩინა.

ერთი დაჭრილი ამ დროისთვის ინგოროყვას კლინიკაში რჩება, თუმცა კლინიკის ადმინისტრაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაპირისპირებას წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა. 

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები