23 ივლისი 2021,   23:47
ვრცლად
აჭარის რეგიონში დღეს ტურისტული სეზონი ოფიციალურად იხსნება

აჭარის რეგიონში დღეს ტურისტული სეზონი ოფიციალურად იხსნება. 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ბათუმში არაერთი საინტერესო გასართობი ღონისძიებაა დაგეგმილი.

Open Photo

საზეიმო გახსნა დღის 12 საათზე ზღვის სანაპიროზე, კოლონადებთან ფრანების შოუთი დაიწყება. 

12-დან 19:00 საათამდე საზაფხულო თეატრთან პუბლიკის გართობაზე ბენდი, DJ, საბალეტო დასი და პანტომიმის თეატრი იზრუნებენ. 

ოფიციალური გახსნის ცერემონია ანბანის კოშკთან 19:00 საათზე დაიწყება. ღამის ათ საათზე კი მთელი დღის გასართობ შოუებს ბულვარში, კოლონადებთან გრანდიოზული ფოიერვერკი დაასრულებს. 

დღის ამბები