16 ივნისი 2026,   07:01
ვრცლად
თემქაზე 30 წლამდე ქალის გაუპატიურება სცადეს - ცნობილია სავარაუდო ბრალდებული

წუხელ თემქაზე ერთ-ერთ კორპუსთან პოლიცია იყო მობილიზებული. “რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა ნაცნობ ქალზე იძალადა.

30 წლამდე ქალი პოლიციამ უკვე დაკითხა. საუბარია გაუპატიურების მცდელობაზე. სწორედ ამ მუხლით დაიწყო გამოძიება სამართალდამცავ უწყებაში.

დადგენილია სავარაუდო ბრალდებულის ვინაობაც. ის დაზარალებულის ოჯახის ახლობელია, თუმცა “რუსთავი 2“ დაზარალებულის და სავარაუდო მოძალადის ვინაობას არ ასაჯაროებს.

დღის ამბები