20 ივნისი 2021,   04:28
ვრცლად
ისრაელი "ჰამასის" ლიდერების სრულად განადგურებამდე სამხედრო ოპერაციის შეწყვეტას არ აპირებს
ვითარება ღაზა სექტორში კვლავ დაძაბულია, ისრაელი "ჰამასის" ლიდერების სრულად განადგურებამდე სამხედრო ოპერაციის შეწყვეტას არ აპირებს.
 
ქვეყნის პრემიერ-მინისტმა ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ბრძოლა გაგრძელდება ებრაელი ხალხის მშვიდობიანი ცხოვრების სრულად უზრუნველყოფამდე.
  
"ჩვენ არ დავუშვებთ ებრაელი ხალხის ლინჩის წესით გასამართლებას. არ შევეგუებით ჩვენმა მოქალაქეებმა არაბული დაჯგუფებების შიშის ქვეშ იცხოვრონ. მიუღებელია სინაგოგებისა და ებრაელი ხალხის საკუთრების ხელყოფა. ამავე დროს, მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ იმ არაბებზე თავდასხმებისგან, რომლებიც ჩვენი საზოგადოების ნაწილია და მშვიდობა სურს. მსგავსი რამდენიმე ფაქტი მოხდა და ეს მიუღებელია,"- აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი.
 
პარალელურად, მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქში სოლიდარობა გამოუცხადეს პალესტინელ ხალხს და მრავალათასიანი აქციები გაიმართა, რასაც პოლიციასთან შეტაკებები მოჰყვა.
 
ღაზის სექტორში ისრაელის ავიაიერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 140-ს აჭარბებს. 10-მდე გაიზარდა მსხვერპლი ისრაელში. მსოფლიოს არაერთი ლიდერის მოწოდების მიუხედავად, ჯერჯერობით არც ერთი მხარე პოზიციების დათმობას არ აპირებს.
 
დღის ამბები