29 ივლისი 2021,   15:31
ვრცლად
რუსეთმა კოვიდსაწინააღმდეგო მეოთხე ვაქცინა "სპუტნიკ ლაითი" დაარეგისტრირა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის საწინააღმდეგო მორიგი ვაქცინა დაარეგისტრირა - ეს არის ერთკომპონენტიანი ვაქცინა "სპუტნიკ ლაითი".  ვაქცინის შემქმნელები ირწმუნებიან, რომ მისი ეფექტურობა 79.4%-ია და ის ეფექტურია COVID-19-ის ყველა ახალი შტამის მიმართ.

ეს უკვე რუსეთში დარეგისტრირებული კოვიდსაწინააღმდეგო მეოთხე ვაქცინაა. საზღვარგარეთის ქვეყნებისთვის "სპუტნიკ ლაითის" ღირებულება 10 დოლარამდეა.

ვაქცინის შემქმნელების განცხადებით "სპუტნიკ ლაითის" კლინიკური კვლევების მესამე ფაზა თებერვალში დაიწყო და მასში მონაწილეობა 4 ათასმა მოხალისემ მიიღო.

"სპუტნიკ ლაითი" წარმოადგენს სპუტნიკ V-ს პირველ კომპონენტს და განკუთვნილია პოპულაციური იმუნიტეტის სწრაფად გამოსამუშავებლად. თავად "სპუტნიკ V"-ს ეფექტურობას რაც შეეხება, რუსეთის ჯანდაცვის უწყება ირწმუნება რომ მისი ეფექტურობა 91,6%-ს აღწევს.

დღის ამბები