ვანში ქართული საოპერო მუსიკის საღამო მოეწყო. მასში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები, გუნდი და ზაზა აზმაიფარაშვილის დირიჟორობით ორკესტრი მონაწილეობდნენ.
შესრულდა ზაქარია ფალიაშვილის, ვიქტორ დოლიძის, დიმიტრი არაყიშვილის, ოთარ თაქთაქიშვილის, ბიძინა კვერნაძის, რევაზ ლაღიძის ნაწარმოებები.
რეგიონებში ქართული საოპერო საღამოების მოწყობის მიზნად დიდი ქართველი კლასიკოსი კომპოზიტორების შედევრების მსმენელებისთვის გაცნობა და მისი პოპულარიზაციაა.