20 ივნისი 2021,   05:30
ვრცლად
კანონმდებლები დღეს ჩინური ვაქცინა Sinopharm-ით საჯაროდ აიცრებიან

კანონმდებლები დღეს COVID-19-ის საწინააღმდეგო, ინაქტივირებული ვაქცინა Sinopharm-ს საჯაროდ გაიკეთებენ. დეპუტატებს ყოფილ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ელოდებიან.

ასევე, Sinopharm-ით უკვე აიცრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი.

ცნობისთვის, გამთენიისას საქართველოში AstraZeneca-ს დამატებით 43 000 დოზა ჩამოვიდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში უკვე აცრილია 51 600 პირი.

დღის ამბები