09 მაისი 2021,   12:29
ვრცლად
10 000 კვების ობიექტიდან მხოლოდ 1500-მდე მუშაობს - შოთა ბურჯანაძე სარესტორნო ბიზნესში არსებულ პრობლემებზე საუბრობს

საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი და ვიცეპრეზიდენტი შოთა ბურჯანაძე "დღის კურიერში" სტუმრობისას აცხადებს, რომ ქვეყანაში 10 000 კვების ობიექტიდან, პანდემიის გამო, მხოლოდ 1500-მდე მუშაობს.

"10 000-მდე კვების ობიექტი იყო კოვიდამდე, დღესდღეობით, ფუნქციონირებს საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით, 1 500-მდე, დანარჩენი უბრალოდ, აღარ ფუნქციონირებს.

რაც შეეხება დასაქმებულებს, დაახლოებით, ჩამოსულია 50 000-მდე. 250 000 ადამიანი, რომელიც იყო დასაქმებული, ან წავიდა უცხოეთში, ან მოტოციკლეტზე გადაჯდა და ახლა კურიერის ფუნქციას ითავსებს," - განაცხადა საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა და ვიცე-პრეზიდენტმა შოთა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძის თქმით, მაისიდან შეხვდებიან მთავრობის წარმომადგენლებს და საკუთარ ხედვებს შესთავაზებენ.

დღის ამბები