21 ოქტომბერი 2026,   08:48
ვრცლად
როგორ მუშაობენ სამართალდამცველები და როგორ იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს - პოლიციის ყოველდღიურ საქმიანობას, აკადემიის სტუდენტები, უკვე ახალი საბაკალავრო პროგრამით შეისწავლიან

როგორ მუშაობენ სამართალდამცველები და როგორ იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს? - პოლიციის ყოველდღიურ საქმიანობას, აკადემიის სტუდენტები, უკვე ახალი საბაკალავრო პროგრამით შეისწავლიან.

"საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე" - ასე ჰქვია 3-წლიან პროგრამას, რომლის შესახებაც ცნობილი დღეს გახდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომავალი თანამშრომლები, აკადემიურთან ერთად, პრაქტიკულ მომზადებას გაივლიან. სწავლება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება. საბაკალავრო სწავლება, მხოლოდ საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და საპოლიციო საქმიანობაზეა ორიენტირებული. მსგავსი პროგრამა საქართველოში პირველად შეიქმნა.

სიახლე განათლების რეფორმის ფარგლებში წინ გადადგმული ნაბიჯია. პრეზენტაციას დღეს განათლების სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. უკვე ცნობილია, რომ ახალგაზრდებს, რომლებსაც საპოლიციო საქმიანობა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა მომავალ პროფესიად აქვთ არჩეული, სწავლა სრულად დაუფინანსდებათ.

სამწლიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლება, საპოლიციო განათლების განვითარებას შეუწყობს ხელს. საბაკალავრო პროგრამის მთავარი მიზანი კვალიფიციური კადრების გადამზადებაა.

საბაკალავრო პროგრამით სწავლების მსურველებს, პოლიციის აკადემია 2027 წლიდან მიიღებს.

დღის ამბები