16 მაისი 2021,   14:09
ვრცლად
კახეთში პოლიციელის დაჭრის ფაქტზე 40 წლის მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებულ ქ.ნ. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, ლაგოდეხში დააკავეს.

უწყების ცნობით, ქ.ნ-მ პოლიციის თანამშრომელს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ცივი იარაღით ხელის არეში დაზიანება მიაყენა.
 
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
 
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დღის ამბები