18 ივნისი 2026,   13:51
ვრცლად
ძველი თბილისის პოლიციაში ბანკზე თავდამსმხელის დაკითხვა მიმდინარეობს

უკვე ერთი საათია ძველი თბილისის პოლიციაში ბანკზე თავდამსმხელის დაკითხვა მიმდინარეობს. განყოფილებაში შევიდა ნიკოლოზ წურწუმიას ადვოკატიც. დაკავებული გამოძიების კითხვებს პასუხობს. 

"ჯერ არ მინახავს, ახლა დამიკავშირდნენ ოჯახის წევრები და არ მქონია გასაუბრება ჩემი დაცვის ქვეშ მყოთან. არ ვარ საქმის კურსში, არ ვიცნობ საქმის მასალებს და როდესაც გავეცნობი, დეტალურად შევძლებ ინფორმაციის მოწოდებას. დაწყებულია გამოკითხვა, არ დასრულებულა. არ მაქვს არანაირი ინფორმაცია, რა იყო მოტივი,"- აცხადებს ნიკოლოზ წურწუმიას ადვოკატი გიორგი ბარდაველიძე.

"საქართველოს ბანკის" ავლაბრის ფილიალში შეიარაღებული პირი დღის პირველ ნახევარში შეიჭრა, ორსაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს.

დღის ამბები