"კურიერის" ინფორმაციით, ბანკზე მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ნიკოლოზ წურწუმია ძველი თბილისის პოლიციაშია გადაყვანილი.
რამდენიმე წუთის წინ პოლიციაში მივიდა ადვოკატიც, მისი შესვლისთანავე დაიწყება დაკავებულის დაკითხვა.
პოლიციის შენობაში ამ დრომდე მიმდინარეობს იმ ადამიანების გამოკითხვა, რომლებიც თავდასხმის დროს "საქართველოს ბანკის" ავლაბრის ფილიალში იმყოფებოდნენ.