გურჯაანში მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს დაჭრილი ორი მამაკაცი კვლავ ადგილობრივ კლინიკაში რჩება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ერთ მათგანს ცეცხლნასროლი ჭრილობა გულ-მკერდის არეში, ხოლო მეორეს ქვედა კიდურის არეში აქვს მიყენებული.
რაც შეეხება მესამე დაჭრილს, ის თბილისის სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, სოფელ ჩუმლაყში გუშინ მომხდარი შემთხვევის დროს ადგილზე გარდაიცვალა 39 წლის მამაკაცი და დაიჭრა 3. "მერსედესის" მარკის ავტომობილს ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ცეცხლი გაუხსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. "კურიერის" ვერსიით, თავდამსხმელის სამიზნე ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი მალხაზ ბადუაშვილი იყო. თუმცა სროლას მის მიერ დაქირავებული პირი ემსხვერპლა, რომელიც ბადუაშვილის ავტომობილს მართავდა.