15 აპრილი 2021,   04:59
ვრცლად
ჩვენი სახელმწიფო ალბათ უკეთესად მუშაობს ვიდრე ისრაელის, რადგან მათ ვაქცინა აქვთ და ჩვენზე 10-ჯერ მეტი ინფიცირების შემთხვევები აქვთ - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ისრაელში, მიუხედავად იმისა, რომ მათ ვაქცინა აქვთ და მოსახლეობის პროცენტულად ყველაზე მაღალი რაოდენობა იცრება, ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი 4000-ს მაინც არ ჩამოცდენია

ინფექციონისტმა ისიც აღნიშნა, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოს სახელმწიფო, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ალბათ უკეთესად მუშაობს, ვიდრე ისრაელის.

"ისრაელში, რომელმაც მოსახლეობის პროცენტულად ყველაზე მეტი რაოდენობა აცრა, ყველაზე სარწმუნო მონაცემებით, ბოლო 1 კვირაა, ახალი შემთხვევების რაოდენობა 4000-ზე დაბლა არ ჩამოდის. მე ეჭვის ქვეშ კი არ ვაყენებ ვაქცინის ეფექტურობა, არამედ ეჭვის ქვეშ ვაყენებ იმას, რომ ვაქცინა არ არის და არ უნდა იყოს განხილული, როგორც ერთადერთი საშუალება, სხვა ეპიდზედამხედველობის ზომები უნდა გაგრძელდეს, სანამ ვაქცინის პარალელურად, ეფექტური, ანტივირუსი მედიკამენტი არ იქნება გამოგონებული. ვიტყვი და ვინც უნდა შემომედავოს - ჩვენი სახელმწიფო, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტი ალბათ უკეთესად მუშაობს, ვიდრე ისრაელის. რადგან, მათ ვაქცინა აქვთ და ჩვენზე 10-ჯერ მეტი შემთხვევები აქვთ ინფიცირების. არ უნდა დავაკნინოთ ჩვენი ყველაფერი," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. 

 

დღის ამბები