16 ოქტომბერი 2026,   18:42
ვრცლად
"სამწუხაროდ, მათ ძალიან ბევრი შეცდომა აქვთ დაშვებული" - ირაკლი ფავლენიშვილი ევროკავშირის ელჩზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ირაკლი ფავლენიშვილი ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება, რომელიც პაველ ჰერჩინსკის ცეკვით უკმაყოფილოა და ევროკავშირის ელჩს საყვედურობს.

ფავლენიშვილის შეფასებით, საზოგადოება დიპლომატებისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელის და არაა პომპეზურ ღონისძიებებში მონაწილეობას.

"რა თქმა უნდა, მათი მხრიდან საზოგადოება ელის კონკრეტულ ნაბიჯებს, უფრო ნაკლებად ელის პომპეზურ ღონისძიებებში ან თუნდაც სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას. არ არის ხოლმე ბუნებრივად აღსაქმელი ის, რომ რაღაც ერთობლივ ღონისძიებებს ესწრებიან, რა თქმა უნდა, რაღაც ცოტა კითხვის ნიშნებს ბადებს ხოლმე საზოგადოების დიდ ნაწილში. სამწუხაროდ, მათ ძალიან ბევრი შეცდომა აქვთ დაშვებული, რა თქმა უნდა, და ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია," - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ჰერჩინსკის ცეკვით უკმაყოფილო ნიკა გვარამია ევროკავშირის ელჩს საყვედურობს. "ახალის"ლიდერი პირდაპირ ეთერში ღიად ამბობს, რომ ცეკვის ნაცვლად ელჩს სანქციებისთვის უნდა მიეხედა და უფრო სწრაფად ემოქმედა. მმართველი გუნდისთვის, გვარამიას განცხადება ოპოზიციის რეალური მიზნების კიდევ ერთი დასტურია. საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, რომ ოპონენტებს უცხოელ აქტორებთან ერთად საქართველოს დასუსტება და ქვეყანაში არეულობის მოწყობა სურთ.

დღის ამბები