საქართველოს მელიორაციისა და კერძო შპს-ს თანამშრომლები თაღლითობისა და დიდი ოდენობით ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისათვის პასუხისგებაში მისცეს - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საუბარია 2018 წელს მომხდარ ფაქტებზე, როცა სოფელ ჩუმლაყის ტერიტორიაზე სარწყავი სისტემების გამანაწილებელი არხების მოწყობა კომპანიებმა "კაპიტელმა" და "კალასმა", დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სამუშაოები პროექტის შესაბამისად არ შეასრულეს და, შედეგად, 250 000 ლარზე მეტს დაეუფლნენ.
სამუშაოთა წარმოების ზედამხედველობას ახორციელებდნენ შპს "საქართველოს მელიორაციის" ზედამხედველობისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელი და საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საველე ინჟინერ-ზედამხედველები, რომლებმაც მიუხედავად სამუშაოების არასრულყოფილად წარმოებისა, არ გაატარეს სათანადო საჭირო ზომები.