25 თებერვალი 2021,   11:36
ვრცლად
"მოგესალმებით დედამიწაზე" - "დედიკას" ვირტუალური გალერეა გეგა ქუთათელის გამოფენას მართავს

"დედიკას გალერეა" პანდემიის დროს უკვე მე-5 ვირტუალურ გამოფენას მართავს. სპეციალურად შექმნილ პლატფორმაზე დამთვალიერებელს გალერეის იდენტური სივრცე ხვდება - შესასვლელით, საექსზპოზიციო დარბაზებითა და ექსპოზიციით.

გალერეა ახლა თანამედროვე მხატვრის გეგა ქუთათელის გამოფენას მასპინძლობს. ონლაინ გალერეაში გამოსაფენად 20-მდე ნამუშევარი შეირჩა. გეგა ქუთათელის ფერწერა კონცეპტუალური პოპ-არტისა და ამერიკული რეალიზმის განმსაზღვრელი ელემენტებით ხასიათდება. "მოგესალმებით დედამიწაზე" ეს არის არტისტის ნამუშევრების სერია,რომელიც ადამიანის მდგომარეობას, სიცარიელეს, სიმარტოვეს და ხშირად ირონიულ გზავნილებსაც ატარებს. ნამუშევრებში შეხვდებით იუმორსაც, დამთვალიერებელმა შესაძლოა გეგა ქუთათელის რომელიმე პერსონაჟში საკუთარი თავიც ამოიცნოს.

პანდემიის დასრულების შემდეგ საგამოფენო სივრცე დამთვალიერებელს თანამედროვე მხატვრების არაერთი მნიშვნელოვანი ნამუშევრების დასათვალიერებლად უკვე რეალურ სივრცეში ელოდება. 

დღის ამბები