04 მარტი 2021,   13:54
ვრცლად
ქვისცვენის და ზვავსაშიშროების გამო კალა უშგულის გზაზე მოძრაობა აიკრძალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვისცვენის და ზვავსაშიშროების გამო, კალა უშგულის გზის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა.

"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 182-ე და 186-ე კილომეტრზე  (კალა-უშგული) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა,"-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

დღის ამბები