16 იანვარი 2021,   20:02
ვრცლად
გაკოტრდება თუ არა შეზღუდვების შედეგად სარესტორნო ინდუსტრია - ბიზნესი მთავრობისგან დახმარებას ითხოვს

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შემცირების მიზნით ამოქმედებული რეგულაციების გამო, სარესტორნო ინდუსტრია სექტორის გაკოტრების საფრთხეზე საუბრობს. მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვების მიხედვით, მათ მხოლოდ ადგილზე მიტანის სერვისით მუშაობის უფლება ეძლევათ.

სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიამ დათვალა, რომ მხოლოდ მათ სექტორში 300 000 ადამიანია დასაქმებული. მათ საქმიანობის გადასარჩენად 5-პუნქტიანი გეგმა შეიმუშავეს - რესტორნების ბიზნესსექტორი თანამშრომლების ხელფასის 50 %-ის ანაზღაურებას, ბიზნესსესხის პროცენტის სუბსიდირებას, შეღავათიან კრედიტებსა და კომუნალური გადასახადების შემცირებას ითხოვს.

ბიზნესსექტორის მოთხოვნების მიუხედავად, მთავრობა რეგულაციების გადახედვას არ აპირებს.

ბიზნესსექტორის წარმომადგენლები საკუთარი სფეროების გადარჩენის გეგმაზე მაინც მუშაობენ და მათ მიერ წამოჭრილი საკითხების მთავრობასთან ერთად განხილვის იმედი ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ. თავის მხრივ, შეხვედრებსა და საკითხზე მსჯელობაზე უარს არც ხელისუფლება ამბობს, თუმცა უკვე ამოქმედებული რეგულაციების 31 იანვრამდე გაუქმებას არ აპირებს.

დღის ამბები