15 იანვარი 2021,   22:30
ვრცლად
ექვს საათიანი პროცესის დასასრულს მოსამართლე ზვიად შარაძემ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა

თითქმის ექვს საათიანი პროცესის დასასრულს მოსამართლე ზვიად შარაძემ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა.

სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღმკვეთი ღონისძიების გადახედვის თაობაზე.

ბრალდებულების ადვოკატებმა დღევანდელ პროცესზე იმ 214 ადამიანის ხელმოწერა წარადგინეს, რომლებიც მზად იყვნენ დაკავებულებს თავდებში დადგომოდნენ.

პატიმრების ინტერესების დამცველებმა სასამართლოს მტკიცებულებად ექსპერტიზის ახალი დასკვნაც მიუტანეს, რომელიც მათი მტკიცებით ბრალდებულების უდანაშაულობას ამტკიცებს.

დაცვის მხარის მტკიცებულება არა სანდოა ბრალდების მხარისთვის. საქმის პროკურორის განცხადებით, ადვოკატების მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა სათანადო სტანდარტებით არ არის შედგენილი, არ არის მითითებული მეთოდი და ლიტერატურა და არც შესაბამისი სპეციალისტის მიერ არის მომზადებული.

დღის ამბები