02 დეკემბერი 2020,   16:36
ვრცლად
ფოთში მალთაყვის ტერიტორიული სამსახურის ადმინისტრაციული შენობა გაქურდეს

ფოთში გვიან ღამით დაუდგენელმა პირებმა მალთაყვის ტერიტორიული სამსახურის ადმინისტრაციული შებობა გაქურდეს. მალთაყვის უბანში მერის წარმომადგენლის თქმით, მძარცველები ადმინისტრაციულ შენობაში, სავარაუდოდ, ფანჯრიდან შევიდნენ, წაღებულია კომპიუტერის 2 პროცესორი.

"წაღებულია კომპიუტერის ორი პროცესორი. კარები დაკეტილი დაგვხვდა ჩვეულებრივად, ფანჯრიდან არიან შესულები სავარაუდოდ. პოლიცია ადგენს ყველაფერს," - განაცხადა მერის წარმომადგენელმა უჩა დოლიძემ.

დღის ამბები