20 ოქტომბერი 2026,   02:26
ვრცლად
მოვუწოდებთ ევრობიუროკრატიას, შეწყვიტოს ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე, რომლითაც თავს ესხმიან ქართულ მართლმსაჯულებასა და სახელმწიფოს - დავით მათიკაშვილი

ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე და ქართულ მართლმსაჯულებაში უხეში ჩარევა - ასე აფასებს მმართველი გუნდი ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებას.

კრისტიან უიგანდმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელებს და მონიტორინგს მომავალშიც გააგრძელებს.

"ქართულ ოცნებაში" ბრიუსელის ორმაგ სტანდარტსა და ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევის მცდელობაზე საუბრობენ.

"ეს არის უაღრესად შემაშფოთებელი განცხადება - პირდაპირი ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში, თავდასხმა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე. შესაბამისად, მოვუწოდებთ ევრობიუროკრატიას, ცალკეულ თანამდებობის პირებს, შეწყვიტონ ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე, რითაც ისინი პირდაპირი მნიშვნელობით თავს ესხმიან ქართულ მართლმსაჯულებას და ქართულ სახელმწიფოს", - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები