საქსტატი დროის გამოყენების გამოკვლევას იწყებს. ამისათვის 18-20 ოქტომბერს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ინტერვიუერების ტრენინგს ატარებს.
გამოკვლევის მიზანია ქალებისა და კაცების მიერ სხვადასხვა საქმიანობაზე დახარჯული დროის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება.
საქსტატი, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით, საქართველოში დროის გამოყენების გამოკვლევას მეორედ ჩაატარებს.