02 დეკემბერი 2020,   17:54
ვრცლად
დევნისა და ძებნის მეცხრე დღე - 32 წლის ბადრი ესებუას სამართალდამცველები სამეგრელოს რამდენიმე სოფელში ისევ აქტიურად ეძებენ

დევნისა და ძებნის მეცხრე დღე. 32 წლის ბადრი ესებუას სამართალდამცველები სამეგრელოს რამდენიმე სოფელში ისევ აქტიურად ეძებენ.

ოჯახის მოლოდინის მიუხედავად, ბადრი ესებუა გუშინ სახლში არ დაბრუნებულა.

ესებუას მამა და ძმები სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციაში უკვე გამოიკითხნენ, ჩხრეკა ჩატარდა მათ საცხოვრებელ სახლებში.

ტერორისტული აქტის, ადამიანების მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარე გამოძიებას ამ დრომდე ერთადერთი ეჭვმიტანილი ჰყავს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ შეიარაღებული ძალებიდან ბადრი ესებუა ერთი წლის წინ დაითხოვეს.

დღის ამბები