02 დეკემბერი 2020,   17:36
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაცია "ემპათიას" ინფორმაციით, ქველაძეების ოჯახზე 2014 წლიდან ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა სისტემურად მიმდინარეობს

არასამთავრობო ორგანიზაცია "ემპათია" პოლიტიკური ზეწოლის ფაქტზე ავრცელებს ინფორმაციას. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, ქველაძეების ოჯახზე სისტემურად მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ანგარიშსწორება და 2014 წლიდან ადგილი აქვს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას.

ცენტრი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს მარნეულში მიმდინარე პოლიტიკური ანგარიშსწორების ფაქტებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"ქველაძეების ოჯახზე მიმდინარეობს ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ზეწოლა 2014 წლიდან მოყოლებული, რასაც განვიხილავთ, როგორც პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია. პასუხისმგებლობა ამგვარი არასერიოზული ქმედების თაობაზე ეკისრება ხელისუფლებას და ხელისუფლება ვალდებულია აღკვეთოს ნებისმიერ სახის ძალადობა, რაც უკავშირდება პოლიტიკურ დევნას," - განაცხადა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დირექტორმა მარიამ ჯიშკარიანმა. 

დღის ამბები