04 დეკემბერი 2020,   00:58
ვრცლად
სახელწიფო პროგრამის ფარგლებში ოზურგეთში 49 დასახლებული პუნქტის 30 ათასამდე მოსახლე მაღალი ხარისხის ინტერნეტს მიიღებს - ნათია თურნავა 

ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე პროექტის ფარგლებში, გურიის რეგიონში, ოზურგეთში ფართოზოლოვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო.

პროექტის დასრულების შემდეგ 49 დასახლებული პუნქტის 30 ათასამდე მოსახლე მაღალი ხარისხის ინტერნეტს მიიღებს.

მსგავსი ტიპის პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა განხორციელდეს. ოზურგეთში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ პროექტირება მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება.

"სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ოზურგეთის დასახლება იქნება უზრუნველყოფილი მაღალი ხარისხის ინტერნეტით.პროექტის დასრულების შემდეგ 49 დასახლებული პუნქტის 30 ათასამდე მოსახლე მაღალი ხარისხის ინტერნეტს მიიღებს. მსოფლიო ბანკთან ერთად ვაგრძელებთ ტექნიკური პროექტირებას დანარჩენი საქართველოსთვის,"- განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ გურიაში იქნება თანამედროვე ინტერნეტის ინფრასტრუქტურა. მისი თქმით პროექტი საზოგადოებას საშუალებას მისცემს ინტერნეტზე ჰქონდეთ სწრაფი წვდომა.

დღის ამბები