04 დეკემბერი 2020,   00:36
ვრცლად
ხელოვნური ჩაკეტვები არარაციონალურად მიმაჩნია, ​ნიღბის სწორი ტარება, დისტანცია და ხელის ჰიგიენა ყველა წამალს აღემატება - ბიძინა კულუმბეგოვი

მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ კოვიდვითარების მნიშვნელოვანი გაუარესების მიუხედავად საქართველოში ე.წ. სრული ლოკდაუნი აღარ იქნება ამ ეტაპზე, მიესალმებიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები.

თუმცა, სპეციალისტები, არსებული სახიფათო მდგომარეობიდან გამომდინარე, ზომების გამკაცრებას არ გამორიცხავენ და კიდევ ერთხელ საუბრობენ პირბადის სწორად ტარების, დისტანციისა და ჰიგიენის დაცვის მნიშვნელობაზე.

მედიკოსები ეპიდემიის პიკს ნოემბერ-დეკემბერში ელოდებიან და ყველას რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ.

"დღეს გვაქვს 1 000 შემთხვევა ხომ?! ე.ი. 3-4-ჯერ ამის გაზრდაზეა ლაპარაკი. ეს არის იმის სამწუხარო გარანტია, რომ სამედიცინო სექტორი ჩამოიშლება და ადამიანები დაგვეღუპება ისე, რომ ისინი ვერ მოახერხებენ საავადმყოფოში მოხვედრას.

ნიღბის სწორი ტარება, დისტანციის შენარჩუნება, ხელის ჰიგიენა - ეს იმდენად მნიშვნელოვანი ღონისძიებებია, რომ ყველა წამალს და ამის ეფექტურობას აღემატება. ჯერჯერობით ამ ხელოვნური ჩაკეტვის გამოცხადება, როცა ჩვენ ჯერ გვაქვს საწოლი პაციენტისთვის - ახლა არარაციონალურად მიმაჩნია," - განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა.

დღის ამბები