25 ოქტომბერი 2020,   12:36
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მცხეთის სასამართლოში დღეს არასრულწლოვნების პროცესი განახლდება

დღეს მცხეთის სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით არასრულწოვნების პროცესი განახლდება. იგეგმება მოწმეების, მათ შორის გურამ ამირხანაშვილის გამოკითხვა. სასამართლოს წინაშე წარსდგება ის მაშველ-მყინთავი, რომელიც შაქარაშვილის ძებნის ოპერაციაში იყო ჩართული.

ადვოკატები კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ დღემდე მათი დაცვის ქვეშ მყოფების დანაშაული ვერც ერთმა ვერ დაადასტურა.

რაც შეეხება ამავე საქმეზე დაკავებულ 11 პირს - მათი წინასასამართლო სხდომა მომავალი კვირისთვის გადაიდო.

"სავარაუდოდ წარმოდგენილი იქნება მოწმე - გურამ ამირხანაშვილი და მოვისმენთ გურამ ამირხანაშვილის ინფორმაციას. კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რომ არცერთ მოწმეს წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის შემხებლობა არ გამოუკვეთია და მოლოდინი გვაქვს, რომ არც გური ამირხანაშვილის მხრიდან არ იქნება ამ ფაქტის დადასტურება," - აცხადებს ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატი არჩილ ბერიანიძე.

დღის ამბები