28 ოქტომბერი 2020,   09:55
ვრცლად
მორიგი დაპირისპირება მარნეულში, ამჯერად საოლქო საარჩევნო კომისიის წინ - "ნაცმოძრაობა" და "ოცნება" ერთმანეთს პროვოკაციაში ადანაშაულებენ

მარნეული, სავარაუდოდ, წინასაარჩევნო პროცესებში ყველაზე ცხელი წერტილი იქნება. სწორედ ამ მუნიციპალიტეტში ხდება პოლიტიკური პარტიების აქტივისტებს შორის ყველაზე მეტი დაპირისპირება.

მარნეულში დღესაც ხმაური იყო,  სიტყვიერი დაპირისპირება მარნეულის საოლქო კომისიასთან "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების აქციის მიმდინარეობის დროს დაიწყო. "ქართული ოცნების" ადგილობრივი აქტივისტების მტკიცებით, ოპონენტებმა მათ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. შემდეგ კი, "ნაციონალური" მოძრაობის აქტივისტი ლაშა ქველაძე კომისიის შენობაში შეიჭრა და "ქართული ოცნების" წარმომადგენელ ცოტნე ბოჭოიძეს სცემა.

"ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" ერთმანეთს პროვოკაციაში ადანაშაულებენ, თუმცა ფიზიკური დაზიანებები მმართველი პარტიის წარმომადგენელს აქვს მიყენებული.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ფაქტი უკვე შეაფასა, როგოც ძალადობა და საოლქო საარჩევნო კომისიაზე ზეწოლის მცდელობა. უკვე რამდენიმე დღეა, მარნეულში სიტუაციის დაძაბვის აშკარა მცდელობებია.

დღის ამბები