28 ოქტომბერი 2020,   09:42
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით მე-10 პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსისგან კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსგან დაცვის ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, 28 სექტემბერს გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით 58 წლის კაცი გარდაიცვალა. ის საავადმყოფოში 9 სექტემბერს სუნთქვის უკმარისობით და ორმხრივი პნევმონიით შეიყვანეს. ის თავდაპირველად სახლში თვითმკურნალობას ეწეოდა და მისი ჰოსპიტალიზირება მხოლოდ მდგომარეობის გაუარესების შემდეგ მოხდა. პაციენტი 20 სექტემბრიდან ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე იყო, თუმცა 28 სექტემბერს გულ-ფილტვის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა.

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსზე ტესტირება 96 ადამიანს ჩაუტარდა და მათგან 20-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობას 114 პაციენტი გადის, მათგან 106-ს COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზი აქვს.  მძიმე მდგომარეობაშია 14 პირი, საშუალო სიმძიმისაა 27.

ოკუპირებულ აფხაზეთში ამ ეტაპზე კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1352-ია. გამოჯანმრთელდა 434, გარდაცვლილია 10.

დღის ამბები