საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვის დაწყებამდე, ოპოზიციურ სპექტრში შეფასებები კეთდება.
პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს წევრი, ანა წითლიძე აცხადებს, რომ პროცესის დაწყების შემდეგ, შუამდგომლობებს გააჟღერებენ.
"ჩვენ ვიქნებით წარმოდგენილი საკონსტიტუციო სასამართლოზე, არა იმიტომ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ობიექტურობის გვჯერა, იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ ნახონ, სად არის სიმართლე. ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოვითხოვთ, რომ როგორც ფაქტობრივი მტკიცებულება, ეს საქმეს დაურთოს. გვაქვს არაერთი შუამდგომლობა, მაგრამ ამ შუამდგომლობებს გავაჟღერებთ პროცესი რომ დაიწყება", - ამბობს ანა წითლიძე.