22 ოქტომბერი 2020,   10:34
ვრცლად
COVID-19-ის შემთხვევების მატების გამო დიდი ბრიტანეთის მთავრობა შეზღუდვების დაწესებას განაგრძობს

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი მატულობს მსოფლიოს მასშტაბით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მზარდი მონაცემები ფიქსირდება ევროპის ქვეყნებში.

შესაბამისად, COVID-19-ის შემთხვევების მატების გამო შეზღუდვების დაწესებას განაგრძობს დიდი ბრიტანეთის მთავრობა. ინგლისში პაბები და რესტორნები ღამის 10 საათზე დაიკეტება. დამატებითი შეზღუდვები დაწესდება ლონდონშიც.

გასულ დღე-ღამეში ვირუსის შემთხვევებმა ივნისის შემდეგ რეკორდულად იმატა ირანში. კვლავ რთული ვითარებაა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 200 000-ს გადააჭარბა.

რაც შეეხება საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებს - ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად რუსეთში 71, თურქეთში 68, სომხეთში 6, აზერბაიჯანში კი ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

დღის ამბები