25 ოქტომბერი 2020,   12:30
ვრცლად
გატაცება, ძალადობა, ფულის გამოძალვა - საქმე ტაჯიკ ბიზნესმენს ეხება, დაკავებულია საქართველოს 4 მოქალაქე

პანკისელები ადამიანის გატაცების კიდევ ერთ სკანდალში ეხვევიან. ამჯერად საქმე ტაჯიკ ბიზნესმენს ეხება, რომელიც საქართველოში ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვითაა დაკავებული.

გატაცება, ძალადობა, ფულის გამოძალვა - ეს არის ბრალდებები, რომლებიც თვალთვალის, მიყურადების და ერთმანეთის პარალელურად ჩატარებული ორი სპეცოპერაციის შემდეგ ოთხ პანკისელს წაუყენეს.

"კურიერს" ორივე მხარის ვერსია აქვს: ტაჯიკეთის მოქალაქის მუზაფარ ბურიევის ჩვენება, რომელიც ირწმუნება, რომ ბიზნესის მფარველობისთვის მას თვეში 4 ათასი დოლარის გადახდას თხოვდნენ და პანკისელი ბიზნესმენის ვახტან ფარეულიძის გარემოცვა, რომელიც ამტკიცებს, რომ ტაჯიკ ბიზნესმენს 150 ათასი დოლარი აქვს აღებული, პირობები კი დარღვეული.

დღის ამბები