28 ოქტომბერი 2020,   10:53
ვრცლად
არ ყოფილა დაშვებული ისეთი შეცდომები, რომელიც გავლენას მოახდენდა ეპიდემიის მსვლელობაზე - თენგიზ ცერცვაძე

"ღამის კურიერის" ეთერში ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ინფიცირებულთა მატება შეცდომების ბრალი არ არის და ეს პანდემიის ბუნებრივი განვითარებაა, რომელსაც ვერც ერთი ქვეყანა, მათ შორის, ვერც საქართველო თავიდან ვერ აირიდება.

"ჩემი, როგორც ექსპერტიზის მოსაზრებაა, რომ არ ყოფილა დაშვებული რაიმე ისეთი შეცდომები, რომელიც გავლენას მოახდენდა ეპიდემიის მსვლელობაზე. ეს არის პანდემიის ბუნებრივი განვითარების პროცესი და ამ ფაქტებს ვერც ერთი ქვეყანა თავიდან ვერ აირიდებდა მათ შორის, ვერც საქართველო.

შეცდომების გარეშე შეუძლებელია, მაგრამ ეს ყველაფერი რაც ხდება, მოსალოდნელი იყო,"- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

დღის ამბები