23 ოქტომბერი 2026,   03:42
ვრცლად
ბორჯომმა თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალსა და პიანისტთა საერთაშორისო კონკურსს უმასპინძლა

მსმენელთა წინაშე ქართველი და უცხოელი მუსიკოსები წარდგნენ. დაიწყო პიანისტთა საერთაშორისო კონკურსიც, რომელშიც 6-25 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას.

დასკვნითი ღონისძიება 25 ოქტომბერს გაიმართება. გამარჯვებულებს დიპლომებს და პრემიებს გადასცემენ.

თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალისა და პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის დამფუძნებელი, თამარ ლიჩელი, აღნიშნავს, რომ გარდა დაგეგმილი პროგრამებისა, ყოველთვის ცდილობენ მიმართონ იმპროვიზაციებსაც, რაც გარკვეულ ხიბლს აძლევს მთელ ამ შემოქმედებით პროცესს.

"ყველა შემსრულებლისთვის, ზოგადად ქართული საზოგადოებისთვის ვახერხებთ რომ გარკვეულწილად დღესასწაულად იქცეს ეს დღეები და მოუთმენლად ველით, ჩვენ თვითონ, იმიტომ, რომ გარდა იმისა, რომ დაგეგმილი პროგრამა ყოველთვის გვაქვს იმპროვიზაციებსაც აქვს ხოლმე ადგილი, რაც გარკვეულ ხიბლს აძლევს ამ ყველაფერს", - აცხადებს თამარ ლიჩელი.

 

დღის ამბები