29 ოქტომბერი 2020,   21:25
ვრცლად
თბილისის "ლოკომოტივმა" მოსკოვის "დინამო" დაამარცხა - ქართველების მომავალი მეტოქე ესპანეთის"გრანადა" იქნება

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივმა" მოსკოვის "დინამო" 2:1 დაამარცხა. მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე ანგარიში 54-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ გახსნა. მამია გავაშელიშვილმა კი 76-ე წუთზე სხვაობა ორამდე გაზარდა და ქართველების უპირატესობა უკვე სოლიდური გახდა, თუმცა ბოლომდე ორ ბურთიანი სხვაობის შენარჩუნება ქართველმა სპორტსმენებმა ვერ შეძლეს. ფინალამდე ცოტა ხნით ადრე რუსებმა 1 გოლი გაქვითეს. მომდევნო ეტაპზე "ლოკომოტივი" ესპანეთის "გრანადას" შეხვდება.

"მეტოქის დაუფასებლობას ადგილი არ ჰქონია,განსაკუთრებულ რეჟიმში მოვემზადეთ აღნიშნული შეხვედრისთვის. შედეგი სავსებით ლოგიკურია, "ლოკომოტივმა" დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. ჩვენ ისღა დაგვრჩენია ქვეყნის ჩემპიონატზე გავაკეთოთ აქცენტი," - განაცხადა მოსკოვის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კირილ ნოვიკოვმა.

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები