05 ნოემბერი 2026,   11:40
ვრცლად
საფრანგეთში საყოველთაო გაფიცვა და საპროტესტო აქციები მიმდინარეობს - ქვეყნის მასშტაბით 250-ზე მეტი დემონსტრაცია იმართება, მობილიზებულია 70 000 პოლიციელი და ჟანდარმი

საფრანგეთში საყოველთაო გაფიცვა და საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. რვა წამყვანი პროფკავშირის მოწოდებით, ქვეყნის მასშტაბით 250-ზე მეტი დემონსტრაცია იმართება, მოსალოდნელია, რომ ქუჩაში 780 ათასამდე ადამიანი გამოვა.

გაფიცვის გამო ნაწილობრივ შეფერხებულია რეგიონული სარკინიგზო მიმოსვლა, სკოლების ნაწილში კი სასწავლო პროცესი შეწყდა. შესაძლო არეულობის თავიდან ასაცილებლად, მთელი ქვეყნის მასშტაბით 70 000 პოლიციელი და ჟანდარმია მობილიზებული.

პარიზსა და რამდენიმე დიდ ქალაქში, უსაფრთხოების მიზნით, დემონსტრანტებს სამთავრობო უწყებებისა და ცენტრალური ქუჩების სიახლოვეს მსვლელობის გამართვა აუკრძალეს.

საფრანგეთში განათლების რეფორმის მოთხოვნით დაწყებული პროტესტი ექვს კვირაზე მეტია არ წყდება. შეტაკებების და არეულობის ფონზე, პოლიციამ ათასობით ადამიანი დააკავა. დაშავებულია ასობით მოსწავლე, სტუდენტი პოლიციელი და სამართალდამცველი.

დღის ამბები