28 სექტემბერი 2020,   07:09
ვრცლად
რასაც პროკურატურა ეძახის თაღლითობას, სინამდვილეში არის დაუხვეწავი კანონმდებლობა - ზურაბ ფაღავა

რასაც პროკურატურა ეძახის თაღლითობას, სინამდვილეში არის დაუხვეწავი კანონმდებლობა მედიცინაში - ამის შესახებ "დღის კურიერში" კარდეოლოგმა ზურაბ ფაღავამ განაცხადა.

ფაღავა სხვა ექიმებთან ერთად დღეს ჯანდაცვის მინისტრის შეხვდა და ერთ-ერთია იმ მედპერსონალს შორის, რომელიც დაკავებული ექიმების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან გათვისუფლებას ითხოვს. 

"ჩვენ თანავუგრძნობთ ამ ახალგაზრდას, რომელსაც ასეთი საშინელი ტრაგედია გადახდა თავს, ამავე დროს, ჩევნი ამოცანაა ადეკვატურად შეფასდეს, ის რაც მოხდა, ამის გამო შევხვდით დღეს ჩვენ მინისტრს. ჩვენი მოთხოვნაა, რომ არ დაისაჯონ ის ექიმები, ვისზე სისხლის სამართლის დევნა ხორციელდება. სერთიფიკატებზე მე ვერაფერს გეტყვით, მე ვიცი, რომ ვახტანგს ჰქონდა. ამის საფუძველს გვაძლევს ის, რომ რასაც პროკურატურა ეძახის თაღლითობას, სინამდვილეში არის დაუხვეწავი კანონმდებლობა მედიცინაში. 

თაღლითობა არის პროკურატურის კვალიფიკაცია და არა რეგულირების სააგენტოსი. შეხვედრაზე ჩემი შეკითხვა იყო, როდესაც კლინიკაში რეგულირების სააგენტო მუშაობდა, დარჩათ თუ არა თაღლითობის შთბეჭდილება. მათი პასუხი იყო - არა. 

ლიცენზირების და სერთიფიცირების მხრივ, კანონმდებლობა დასახვეწია, რადგან ეს საკითხი მომავალში შეაფერხებს მედიცინის განვითარებას ჩვენ ქვეყანაში,"-განაცხადა ზურაბ ფაღავამ. 

დღის ამბები