01 ოქტომბერი 2020,   02:03
ვრცლად
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ფაქტზე 3 პირი დააკავეს

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ფაქტზე 3 პირი დააკავეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა, რომლებიც იყვნენ სხვადასხვა კომპანიის ხელმძღვანელები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2019 წლის აპრილის თვეში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით ურთიერთშორის განახორციელეს 40 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების საქონლის მიწოდების ფიქტიური ოპერაციები, რითაც შექმნეს დაახლოებით 6 200 000 ლარის ოდენობის ყალბი აქტივი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-წლამდე ვადით.

დღის ამბები