08 აგვისტო 2020,   10:24
ვრცლად
"დაგვხვდა ძალიან მძიმე მდგომარეობა" - ომბუდსმენმა რეგიონულ სამედიცინო დაწესებულებებზე ანგარიში წარადგინა

ინფრასტრუქტურული და სანიტარულ-ჰიგიენური პრობლემები რეგიონულ სამედიცინო დაწესებულებებში - სახალხო დამცველი პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის შესახებ სპეციალური ანგარიშს აქვეყნებს. მუნიციპალიტეტებში ჩატარებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ ამბულატორიების ნაწილში არაერთი დარღვევაა მათ შორის სამედიცინო პერსონალი არასათანადოდაა ტექნიკით უზრუნველყოფილი. მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი პრობლემების გადაჭრის მოთხოვნით, სახალხო დამცველმა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით უკვე მიმართა.

"ჩვენ დაგვხვდა ძალიან მძიმე მდგომარეობა," - აცხადებს სახალხო დამცველი და ხაზს უსვამს იმას, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში დაავადების გამოვლენაში პირველადი ჯანდაცვის ობიექტები განსაკუთრებული მნიშვნელობას იძენს და არსებული სიტუაციის გამოსწორება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

დღის ამბები