26 ოქტომბერი 2020,   00:16
ვრცლად
რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში შეიხ მიტარგი ასადოვის დაკითხვა მიმდინარეობს

რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე სუსის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ამ წუთებში შეიხ მიტარგი ასადოვის დაკითხვა მიმდინარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და მოქალაქეები, რომლებიც ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას ცდილობენ.

ამ საკითხზე დაკითხვაზე უკვე იმყოფებოდა რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი, მათ შორის, დავით ქაცარავა. დღეს სუსში კიდევ რამდენიმე პირი გამოიკითხება.

დღის ამბები