21 ოქტომბერი 2020,   15:12
ვრცლად
გორში 38 წლის პირი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს

გორში 38 წლის პირი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა მამაკაცმა მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები