28 ნოემბერი 2020,   15:50
ვრცლად
ჭაჭა დასალევად კი არ შველის, ის შეგიძლიათ გააზავოთ წყალში და ანტისეპტიკად გამოიყენოთ - ამირან გამყრელიძე

"ჭაჭა დასალევად კი არ შველის, ის შეგიძლიათ გააზავოთ წყალში, ანტისეპტიკური თვისებები აქვს ჭაჭას და შეიძლება გამოიყენოთ," - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ზომებზე საუბრისას.

მისი თქმით, ვირუსის გავრცელებიდან გამომდინარე, ანტისეპტიკურ საშუალებებზე დეფიციტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოშია და სანამ პრობლემა აღმოიფხვრება, შესაძლებელია სხვა საშუალებების გამოყენება.

"დღეს ამ საშუალებებთან დაკავშირებით ძალიან ინტენსიურად მუშაობენ ფარმაცევტული კომპანიები საქართველოში და ყველგან, რომ ეს დეფიციტი ყველგან სწრაფად აღმოიფხვრას, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ გვაქვს სხვა საშუალებებიც - საპნის დეფიციტი ნამდვილად არ არის, შეგვიძლია საპნით დავიბანოთ ხელი. შეგვიძლია, გავაზავოთ სპირტი წყალში - ხომ იყო გადმოცემები, ჭაჭა შველისო, ჭაჭა დასალევად კი არ შველის, ის შეგიძლიათ გააზავოთ წყალში, ანტისეპტიკური თვისებები აქვს ჭაჭას და შეიძლება გამოიყენოთ," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები