საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში "სტუ-ის სტუდენტური თამაშები 2026" გაიხსნა. პროექტი მოიცავს სპორტულ შეჯიბრებებს ფეხბურთში, კალათბურთში, ფრენბურთსა და სხვა სახეობებში, ასევე ინტელექტუალურ კონკურსებსა და კულტურულ-შემოქმედებით ღონისძიებებს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტი, დავით ლეშკაშელი აღნიშნავს, რომ მსგავსი პროექტები სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ჩამოაყალიბონ ჯანსაღი და მეგობრული ურთიერთობები.
"ეს არის, ერთი მხრივ, შესაძლებლობა, სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა ერთმანეთი გაიცნონ, მათ შორის, ჩამოაყალიბონ ჯანსაღი და მეგობრული ურთიერთობები, ამავდროულად
არის ჯანსაღი ცხოვრების სტილის პოპულარიზაცია და, მეორე მხრივ, მოგვცემს შესაძლებლობას, მოვემზადოთ საუნივერსიტეტო ასპარეზზე", - აცხადებს დავით ლეშკაშელი.