24 ნოემბერი 2020,   19:01
ვრცლად
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 7 წლის ბავშვს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 7 წლის ბავშვს კორონავირუსი არ დაუდგინდა. კლინიკის ექიმის დიანა ზვიადაძის თქმით, ბავშვმა დედასთან ერთად საავადმყოფო დატოვა.

ექიმის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ექვსი პაციენტი მკურნალობს. ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი. ჯერჯერობით, კორონავირუსის შემთხვევა არ გამოვლენილა.

ამჟამად, ზუგდიდიდან შემოყვანილ კიდევ ერთ პაციენტს აკვირდებიან იმ მიზეზით, რომ მას მეუღლესთან შემხებლობა ჰქონდა, რომელიც ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ასევე, ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

პაციენტები სიმპტომების მიხედვით, ბოქსირებულ და ნახვრადბიქსირებულ განყოფილებებში არიან მოთავსებული.

დღის ამბები