26 იანვარი 2021,   10:16
ვრცლად
დიდთოვლობის გამო ბათუმი-ქობულეთის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეფერხებულია

ძლიერმა თოვამ პრობლემები შექმნა აჭარაში. შეფერხებულია მოძრაობა ბათუმი-ქობულეთის გზაზე. 

გზის სხვადასხვა მონაკვეთზე პოლიცია პატრულირებს და მძღოლებს რეკომენდაციებს აძლევს. დაბალი ხილვადობისა და ლიპყინულის გამო, რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევაც მოხდა, თუმცა არავინ დაშავებულა.

საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია ბათუმშიც. თოვს მაღალმთიან აჭარაშიც, სადაც თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები